ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამაკაცი, რომელსაც თავის არეში თხილის სატეხით დაზიანება მიაყენეს, გარდაიცვალა

შუახნის კაცი, რომელსაც ზუგდიდში, თავის არეში, სავარაუდოდ, თხილის სატეხით დაზიანება მიაყენეს, გუშინ 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ცნობისათვის, ინციდენტი 9 სექტემბერს ერთ-ერთ თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.

იტვირთბა....