მთავარი ციტატა

“სანქციებზე რეაგირებას მოვახდენთ”- ლავროვი ნავალნის საქმეზე

“ნაცვალგების პრინციპი საერთაშორისო საქმეებში არ გაუქმებულა. ვნახავთ, როგორი იქნება ახალი სანქციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენთ. ეს არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს.”

სერგეი ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუკი დასავლეთი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს, მისი ქვეყანა ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

ცნობისთვის, გერმანია და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.

იტვირთბა....