ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რასაც თან შინაურ ცხოველზე საინტერესო ინფორმაციასაც ურთავს.
როგორც ადვოკატი “ფეისბუკგვერდზე” წერს, ეს ძაღლი, რომელიც გლდანის ციხეში მყოფ ერთ-ერთ პატიმარს ეკუთვნის, უკვე ორი თვეა პენიტენციურ დაწესებულების ეზოს არ ტოვებს.
კობაიძის თქმით, ძაღლზე თავად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ზრუნავენ.
“მრავლის მთქმელი ერთგულება.
გლდანში, მე-8 პენიტენციალურ დაწესებულებაში, ორი თვეა პატრონის ბრალდებულის სტატუსით მიყვანის დღიდან, ეს განუმეორებელი ქმნილება ცხოვრობს ციხის ეზოს იმ ადგილას, საიდანაც შეჰყავთ დაკავებულები და არ ტოვებს ტერიტორიას. მასზე ზრუნავს ციხის მომსახურე პერსონალი,”- წერს ალექსანდრე კობაიძე.