“ამ პაციენტების დაჭერა უფრო მეტად ხდება, ვიდრე მანამდე იყო. იმიტომ, რომ მართვა და მენეჯმენტი უფრო გაადვილებულია, ვიდრე იყო გუშინ, გუშინ წინ, ამ ვირუსზე ბევრი რამ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ სიმპტომატიკას.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“დღის ამბები”
რატიანის თქმით, თუ ადამიანები იქნებიან ინფიცირებულები, მაგრამ იქნებიან უსიმპტომო, ან იქნებიან საშუალო სიმპტომიანი, ასეთი პაციენტების მართვა შესაძლებელია ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.