ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლების კორონავირუსის ტესტირების პასუხი ცნობილია

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლების  ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შუბლაძე ამბობს, ორშაბათს მეორე ტესტის პასუხებს ელოდებიან, რომელიც უფრო ახლო და პირად კონტაქტში მყოფ პირებს იკვლევს.

“ყველა ტესტი უარყოფითია!  ორშაბათს გვიწევს მეორე ტესტირება უფრო ახლო და პირად კონტაქტში მყოფებს”. – წერს შუბლაძე სოციალუ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ კორონავირუსი კურიერის ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა. ჟურნალისტი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლიაში იმყოფება. ასევე, როგორც კურიერის ჟურნალისტი აცხადებს, ის თაკო ჩარკვიანის კონტაკტია.

იტვირთბა....