“ეს არაა პანიკის საფუძველი, ესაა სიფრთხილის მანიშნებელი, ეს არ გვაძლევს საფუძველს, ვინერვიულოთ და ვთქათ, ვაი და რა გვეშველება. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ეს ინფექცია სხვა ინფექციებისგან იმით განსხვავდება, რომ მაღალი გავრცელება ახასიათებს. თუ ვიცით, რომ ამ ინფექციის საზღვრის დაჭერა ვერ ხორციელდება, ერთადერთი გამოსავალი გადარჩენის არის თვითიზოლაცია.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“დღის ამბები”
რატიანის თქმით, დღეისობით არ არსებობს კლინიკური სამკურნალო საშუალება, რისი დახმარებითაც ვირუსის გავრცელება შემცირდება.
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.