“ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ფონს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. კარგი შედეგი, რომელიც დადგა საზოგადოების ძალიან კეთილგონიერი ქმედების შედეგად, თავიდანვე ხელისუფლებამ დაიბრალა და დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარებას გამწვავებას აბრალებს ხალხს. არადა, რეალურად სიტუაცია იყო შემდეგი: ჩვენ გავიარეთ მხოლოდ შეკეტვის ფაზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ გადასულა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის ფაზაზე, რომელსაც უნდა ესწავლებინა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, კორონავირუსთან თანაცხოვრება და არა მხოლოდ შეკეტვა.”
ლევან კობერიძე – პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ წევრი
ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობერიძის თქმით, “ეს არის ხელისუფლება, რომელიც განცალკევებულია ხალხისგან და რაიმე ნეგატიურ შედეგს, რომელიც დგება, თავის პასუხისმგებლობად არ განიხილავს.”
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.