“ჩვენ ვხედავთ, რომ დაპირებებმა, რომ საქართველო ყველაზე „მწვანე“ ქვეყანაა და საუკეთესოდ ვმართეთ ეპიდემია – ამ გამარჯვების პოლიტიკურმა ყიჟინამ სადამდე მიგვიყვანა. მოსახლეობა კი არ მოდუნდა, ეს პოლიტიკური რიტორიკა ითვალისწინებდა იმას, რომ თავი გამარჯვებულად წარმოედგინა.”
ლევან კობერიძე – პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ წევრი
ამის შესახებ კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობერიძემ ხელისუფლებას მოუწოდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და „პანიკა და შიში“ არ დათესოს.
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.