“ბოლო 24 საათში გამოვლენილი 158 ახალი შემთხვევა ნუ შეგვაშინებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ რეგულაციები არ დავიცვათ. 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ.”
მარინა ეზუგბაია – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჯურნალისტებტან განაცხადა.
როგორც ეზუგბაია განმარტავს, დღეში 9000-მდე ტესტი კეთდება. შედეგად, ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია, რაც კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თვითიზოლაცია ხდება, იზოლაციის შედეგად კი გავრცელების მაქსიმალური პრევენციაა.
ეზუგბაიას თქმით, ძალიან აქტიურად ხდება კონტაქტების გამოვლენა, შესაბამისად იზრდება კონტატებიც და ახალი შემთხვევების ციფრი.