ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სპორტი

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასტუმრო “სტამბაში” გამართულ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე მიიღეს.

ღია კენჭისყრის შედეგად ყველა მათგანმა მხარი ლერი ხაბელოვის კანდიდატურას დაუჭირა, თუმცა ამ პოსტზე სხვა კანდიდატურა არც კი განიხილებოდა.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ყრილობაზე დღის წესრიგის ბოლო საკითხის, საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადადება მოითხოვა, მაგრამ დელეგატთა უმრავლესობამ მის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

იტვირთბა....