ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლანჩხუთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მოძიებული კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია „პისიარ“ კვლევისთვის. ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“ – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ცნობისათვის, დღეს კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

იტვირთბა....