გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს, ინფორმაცია ამის შესახებ “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელზე ავრცელებს.
“კონტრდაზვერვა მოვიდა და დაკითხვაზე იბარებს გიგას პირველ საათზე” – ამჯერად უჩინარი ბარკადების საკითხი უნდა გადაწყვიტონ.”- განაცხადა ჩერგოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი მათ “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, “რუსთავი 2”-ის შენობასთან, ბარიკადების აღმართვით, თავის დაცვას სთავაზობს.