ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ინფიცირება სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანისგან მოხდა” – “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი

რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, თეონა ცხომელიძის განცხადებით, მისი სავარაუდო ინფიცირების წყარო პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანია, თუმცა, როგორც ცხომელიძე აღნიშნავს, ეს ეპიდემიოლოგებმა უნდა დაადგინონ. ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლა იგი ყველაზე მეტად იმათზე ნერვიულობს, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.

“დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა. სხვა სიმპტომი არ მაქვს. ტემპერატურა დამეწყო გუშინ და გუშინვე გავიკეთე ტესტი. ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ჩემი ინფიცირება მოხდა სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანისგან, რომელიც იყო ჩემი სტუმარი, თუმცა ამას დაადგენენ ეპიდემიოლოგები.

სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი მქონდა სამსახურში და ოჯახის წევრებთან. ყველაზე მეტად მათზე ვნერვიულობ,  რომლებიც შეიძლება ჩემგან დაინფიცირდნენ“ – განაცხადა თეონა ცხომელიძემ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....