ახალი ამბები მთავარი

კომპრომატების ომი

ვინ ანხორციელებს სატელეფონო მოსმენებს?

„მოვუწოებ სააკაშვილს  თავი დაანებოს საქართველოს“ – გუშინ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებზე საუბრისას  განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„გავრცელებული აუდიომასალის შინაარსი წარმოადგენს აბსოლუტურ დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ“. – განუცხადა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ექსპრეზიდენტისა  ნიკა გვარამიას სატელოფონო საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ   სააკაშვილი მოუწოდებს გვარამიას დაიცვას ტელეკომპანიის შენობა, „კუნთმაგარი ადამიანების“ და „ბარიკადების“ საშუალებით. დაახლოებით იგივე შინაარსის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა ასევე, რომელიც შედგა სააკაშვილსა და ბოკერიას შორის.

.„რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა და ბოკერიამაც  ამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა.

საზოგადოებაში და ზოგადად, სოც-ქსელებში არ წყდება დებატები, თუ რომელი მხარე ანხორციელებს სატელეფონო მოსმენებს – უკრაინული თუ ქართული. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული მხარე არღვევს კანონს და უკანონოდ, სასამართლოს ნებართვის გარეშე ანხორციელებს მოსმენებს. თუმცა, არის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ფარულ ჩანაწერებს ის უკრაინელი ოლიგარქი აკეთებს, რომელიც ბოლო დროს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ სერიოზულად იბრძვის.

 

 

იტვირთბა....