“.რაც შეეხება სპორტსმენებს, მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს შევარდნაძის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას, ხალხის გულის მოგების მიზნით სპორტსმენების სიაში შეყვანას. და საერთოდ, “ქართული ოცნება” შევარდნაძის მთავრობის მავნე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია”
ლევან იოსელიანი – პოლიტიკური მოძრაობა “მოქალაქების” ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფუნიკულიორზე გამართულ პრეზენტაციაზე, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა.