ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის ფაქტი საქართველოში კვლავ დაფიქსირდა.
32 წლის ქალს, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მკურნალობს, სხეულის 35 %აქვს დამწვარი.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მეოთხე შემთხვევაა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დამაკმაყოფილებელია.