მთავარი ციტატა

“მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, მე გამიკეთეს”-როგორ დაინფიცირდა ჩარკვიანი

“2 სექტემბერს, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, მაგრამ მისი მიკროფონი მე გამიკეთეს. დამეწყო არატიპიური სიმპტომები. ხველა არ მქონია თავიდან, მაგრამ შემდეგ ძალიან გამიმწვავდა. გუშინწინ სასწრაფო მყავდა. სასწრაფო რომ მოვიდა, არც მახველებდა, არც სიცხე მქონდა. მერე ამიწია ტემპერატურამ, მაგრამ მაღალი სიცხე არ იყო – 37.3 გრადუსი მიფიქსირდებოდა.”

თაკო ჩარკვიანი-„კანონი და სამართალის” თავმჯდომარე 

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ გადაცემაში და ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ის გახდა.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის კორონავირუსით დაინტერესდა.

ამასთან, კორონავირუსი „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს დაუდასტურდა.

 

 

იტვირთბა....