ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაია განმარტავს, რა გახდა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთა მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდის, რეგულაციების შესრულების შესუსტების შედეგია.

ამასთან,ეზუგბაიას თქმიტ, მეორე ტალრაზე საუბარი სეზონური გრიპის პერიოდში, ოქტომვერ-ნოემბერში იქნება.

„შემოდგომის დადგომასთან ერთად დაავადების მატება მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. მაგრამ ეს მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, ალბათ შემოდგომაზეა ლაპარაკი, ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები,”- აცხადებს ეზუგბაია.

მისივე თქმით, მეორე ტალღა დაკავშირებულია თვითონ დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე, როდესაც ის იცვლის ხასიათს ან სეზონი იცვლება, მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას, ყოველთვის სეზონს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროისთვის,  ქვეყანაში , Covid-19-ის 1917 შემთხვევაა, აქედან 19 გარდაიცვალა, 1 334 კი გამოჯანმრთელდა.

 

 

იტვირთბა....