კორონავირუსით კიდევ ერთი მასწავლებელი გარდაიცვალა.
როგორც СNN წერს, 28 წლის კოლუმბიელი პედაგოგი, დემეტრია ბანისტერი, რომელსაც კოვიდვირუსი გასულ პარასკევს დაუდასტურდა, ვირუსული გართულებით ორშაბათს გარდაიცვალა.
მანამდე კი ბუენოს-აირესში, კორონავირუსით ინფიცირებულმა 46 წლის მასწავლებელმა, პაოლა დე სიმონემ დისტანციური გაკვეთილის მიმდინარეობისას, თავი შეუძლოდ იგრძნო და მოსწავლეებს უთხრა, რომ სუნთქვა უჭირდა.
„არ შემიძლია” – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა სასწრაფოს გამოძახება შესთავაზეს. მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ გარდაიცვალა.
ცნობისთვის, მსოფლიოსი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 მილიონს გადააჭარბა.