ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისშიავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა.

ნუცუბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

იტვირთბა....