ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლს

„საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია!“, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში 2001 წლის 11 სექტემბრის 19 წლისთავთან დაკავშირებით წერს.

თალაკვაძე ამბობს, საქართველო პატივს მიაგებს ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს.

„დღეს, ვიხსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს და პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს, ასევე, პოლიციელებისა და მეხანძრეების გმირობას. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია!“

აშშ-ზე ალ-ქაიდას ტერორისტული თავდასხმებიდან 19 წელი გავიდა.

 

 

იტვირთბა....