„ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიური მოდელი, რომელიც საქართველოსთვის მომზადდა. ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებლებს იყენებს. ჩვენ ნიშნული ავიღეთ 10 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, რაც არის მწვანე ნიშნული. დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10 და 10.2, რაც ნიშნავს, რომ გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში – ყვითელი ზონა. ყვითელი ზონა არის 100 000 მოსახლეზე 10 შემთხვევიდან 30 შემთხვევამდე.”
თამარ გაბუნია – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადსა.
გაბუნიას თქმით, 100 000 მოსახლეზე 30 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, წითელი ზონაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორის.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია.