ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ”ოცნების” საარჩენო სიაში

ირაკლი ღარიბაშვილი არის მოქმედი მინისტრი, ის იქნება თუ არ იქნება სიაში, ეს არ არის პრინციპული, ის იქნება გუნდში და მთავრობაში. ამის შესახებ ინფორმაცია ”პრაიმტაიმს” ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ილია ნაკაშიძემ მიაწოდა.

”ბატონი ირაკლი არის მოქმედი მინისტრი, ის იქნება თუ არ იქნება სიაში, ეს არ არის პრინციპული. მთავარია, რომ ის მოქმედი მინისტრია და საერთაშორისო წრთვნებით არის დაკავებული. სიაში ყოფნა არ ყოფნა, მის პოლიტიკურ პოზიციასა და ავტორიტეტს არ ცვლის. ბატონი ირაკლი იქნება გუნდში და მთავრობაში. ჩვენი ყველა პოლიტიკური ხელმძღვანელობა პარლამენტში სიაში იქნება“.- განაცხადა ნაკაშიძემ.

ასევე მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სიაში ყოფნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ის მაინც იქნება გუნდში პირველი.

„ნუ დაასწრებთ მოვლენებს. ბატონი ბიძინა იქნება თუ არ იქნება სიაში,  მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც პირველი არის ყველანაირად და ჩვენი ლიდერია“, -განაცახდა ნაკაშიძემ.

ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს.

იტვირთბა....