მთავარი ციტატა

“მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს”- ნათია თურნავა

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით.”

ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი

ამის შესახებ ნათია თურნავამ  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე ყოფილიყო აყვანილი.

მისივე თქმით, “სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია.”

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია. 

 

იტვირთბა....