ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვების ობიექტებს საჯარიმო სანქციები დაეკისრათ

მაშტაბური ღონისძიებების ჩატარება გამო 70-მდე კვების ობიექტი დაჯარიმდა  . ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების მიზანი მოქალაქეების  ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.

„70-მდე ობიექტი მრავალგზის გაფრთხილების შემდგომ დაჯარიმდა. მივედით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები. ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჩვენი თვითმიზანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული.

”გვაქვს საკმარისი რესურსი რომ მოვიცვათ და შევამოწმოთ ის ობიექტები, სადაც ფიქსირდება ადამიანთა მასიური თავშეყრა. სამწუხაროდ, ვნახეთ რომ მასშტაბური, ხალხმრავალი ღონისძიებები იმართებოდა”.-განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში  კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

იტვირთბა....