“57 შემთხვევა უკვე სერიოზული ზრდაა. ამას მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველი ტალღის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს.”
ამირან გამყრელიძე- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია.