“ახლა ვფიქრობ, რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. სკოლა შეწყდა. მერე ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა. მერე გაჩნდა ნინია. კარანტინში. და ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მერე გამოვედით და ჰაერი ჩავყლაპეთ. და დავიწყე ცხოვრება მეც. ახალი დაგაცემა. სამზადისი და ბრახ… ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: “ნუ გეშინია, ვიკა, არაფერი არ გჭირს, არ არსებობს ეს კორონა.”
ვიკა ბუკია – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია ვიკა ბუკიამ “კურიერს” დაუდასტურა. როგორც გოგიჩაიშვილის მეუღლე აცხადებს, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.