ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

გადაიდება თუ არა არჩევნები – “ოცნების” დეპუტატი “მეტრონომთან”

ბოლო სამი დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი შეინიშნება, რაც აჩენს რეალურ შანსს იმისა, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები დანიშნულ დროს აღარ ჩატარდეს. დღეს უკვე პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს არ ჩატარდება და გარკვეული ვადით გადაიდება.

“მეტრონომი” დაუკავშირდა “ქართული ოცნების” წევრ რევაზ არველაძეს, რამდენად რეალურია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ამის ალბათობა თითქმის არ არსებობს. თუმცა, როგორც მან გვითხრა, იმ შემთხვევაში თუკი ვითარება გამწვავდა, ეს საკითხიც დადგეს.

“რატომ უნდა გადაიდოს? – ვფიქრობ, რომ 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ღმერთმა არ ქნას, თუ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ადამიანის სახლიდან გამოსვლა საშიში გახდება, შეიძლება (გადაიდოს). თუმცა, არ მგონია, რომ იქამდე მივიდეს საქმე.

ეპიდემიოლოგები და ექიმები გვეუბნებიან, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საშიშროება არ არსებობს იმისა, რომ საქმე უარესობისკენ წავიდეს. სპეციალისტებს ვენდობი, ისინი ამბობენ, რომ ამის საჭიროება არ იქნება” – განაცხადა რევაზ არველაძემ “მეტრონომთან.”

ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო სამი დღის განმავლოვლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები მკეთრად გაიზარდა. 9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევა იყო, ხოლო 8 სექტემბერს – 45.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....