aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია” – გერმანული გამოცემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel წერს. მათივე ცნობით, პოლიცია მკვლელობის მორიგ მცდელობებს არ გამორიცხავს, სწორედ ამიტომ ბერლინის სახელმწიფო კრიმინალურმა პოლიციამ რუსი ოპოზიციონერის დასაცავად უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს შეიყვანეს. ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლეს.ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი  ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.

იტვირთბა....