სკოლებში სასწავლო პროცესი, აჭარის რეგიონის გარდა, საქართველოში 14 სექტემბერს დაიწყება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესები და პირობები. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა.
დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა;
დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა იქნება: I-IV კლასებში – 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; X-XII კლასებში – 35-40 წუთი;
რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება;
რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება;
სკოლა ვალდებულია, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში;
დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება;
სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.