პატიმრების დედები, რომლებმაც 8 სექტემბერს შიმშილობა დაიწყეს, საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით, 12 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.
მათივე ინფორმაციით, 10 სექტემბერს, 11:00-ზე მოშიმშილეები პარლამენტთან განცხადებას გააკეთებენ.
„დღეს ფონიჭალაში შევხვდით ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას. გავაცანით ჩვენი გეგმები ამნისტიის შესახებ და სრული მხარდაჭერა მოვიპოვეთ მათგან. ერთსულოვნებაა ჩვენი მოძრაობის მიმართ და 12 სექტემბერს 18 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე მობრძანდებიან“, – პატიმრების დედები და აღნიშნავენ, რომ მოშიმშილეებს ქალი პატიმრებიც უერთდებიან.
როგორც მოშიმშილეები ამბობენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას გააგრძელებენ მანამ, სანამ არ დაიწყება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც 1-ელ სექტემბერს დარეგისტრირდა პარლამენტში.
„იმედი მაქვს, აღნიშნული კანონპროექტს განიხილავენ არჩევნებამდე, ვიდრე ლეგიტიმაცია კვლავ აქვს პარლამენტს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ ოფიციალური პირები შეგვხვდებიან ვიდრე კანონპროექტს განიხილავენ და მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.