ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ, “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 55.7% ხმას „ქართული ოცნებას“ მისცემდა.
სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
“ნაციონალური მოძრაობა” – 16.2%
“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 6.0%
“ევროპული საქართველო” – 5.6%
“ლეიბორისტული პარტია” – 4.5%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3.9%
“ლელო” – 3.7%
“გირჩი” – 2.2%
“ერთიანი საქართველო” – 1.0%
“თავისუფალი დემოკრატები” – 0.5%
სხვა – 0.7%
კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.
Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.