ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. თვითმხილველთა განცხადებით, ბიჭი საცურაოდ წყალში შევიდა, რის შემდეგ ის დინებამ გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მდინარე რიონთან, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი და 2 კატერი. აქედან ერთი აღჭურვილია წყალზე საძიებო სკანერი “ექოლოტით”. ადგილზე ასევე იმყოფება სამაშველო ჯგუფი საფრენი დრონით.

იტვირთბა....