ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი გახდა სასტუმროები, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები იმკურნალებენ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი აქამდე მსუბუქი სიმძიმის პაციენტები ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ისინი საკარანტინო ზონად მოწყობილ სასტუმრობეში იმკურნალებენ. მისივე თქმით, ამისათვის უკვე გამოიყო სასტუმროები.

“ჩვენ, დღეისთვის, მობილიზებული გვაქვს 650-მდე საწოლი, სადაც საშულო და მძიმე პაციენტებს მკურნალობენ. აქამდე ყველა მსუბუქი პაციენტი ჰოსპიტალში მკურნალობდა. დღეიდან კი ჩვენ ავამოქმედეთ ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მსუბუქი პაციენტების მკურნალობას არა ჰოსპიტალში, არამედ საკარანტინო სივრცეში და იმ პირობებში, სადაც მეტად კომფორტული გარემო იქნება. ჯგუფი, რომელსაც ეს ცვლილება ეხება, მოიცავს პაციენტებს 19 წლიდან 65 წლის შუალედში, მათ ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება არ აღენიშნებათ და ასევე არ აქვთ გამოვლენილი სიმპტომები.

ასეთი სასტუმრო უკვე გამზადებულია ბათუმში – “ბათუმის ბიზნეს ბრეჯენდი” და ასევე, თბილისში – სასტუმრო “ფორტუნა”. კიდევ ერთი სასტუმრო შეირჩევა ქუთაისში, ან მასთან ახლოს, იმისთვის, რომ ჩვენ სამივე დიდ ქალაქში გვქონდეს ასეთი მოწყობა. ეს ჯანდაცვის სისტემას დაეხმარება იმისათვის, რომ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა არ მოხდეს და ეს სექტორი საშუალო და მძიმე პაციენტებისთვის გამოვიყენოთ, ” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....