“ნამდვილად მართალია, ბატონმა კობახიძემ მითხრა, რომ არ ვიქნები ქართული ოცნების სიაში. რომ შემოეთავაზებინათ სიაში ყოფნა, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ თავს ვიკლავდი. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი ლიდერი დღევანდელი პარლამენტის ხელმძღვანელობიდან იგივე კობახიძე, იგივე თალაკვაძე აუცილებლად იქნებიან სიაში. ზუსტად ხვალ გავიგებთ.”
რევაზ არველაძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 10 სექტემბერს, 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.