„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მათ პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ”სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე პოლიციაში გამოცხადებზე უარს ამბობს, ვინაიდან საგამოძიებო უწყებას არ ენდობა
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვს. მისი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.
„გიორგი ვაშაძე ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟისა და მოსალოდნელი გასაჯაროების ფაქტებზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს.
ბატონი გიორგი პოლიციაში არ გამოცხადდება. ჩვენ პოლიციის მიმართ არსებულ უნდობლობაზე არაერთხელ გვითქვამს. შედეგად, გიორგი ვაშაძე კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვს და მიმართავს სასამართლოს, შესაბამისად, მისი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. გიორგი ვაშაძე ფაქტს წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.