ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი – ტიკარაძის განმარტება

„ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეიცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეპიდვითარების გამო  კინოთეატრები და თეატრების გახსნა ერთვი თვით გადაიდო.  ასევე, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებებიც აღარ გაიმართება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე.

იტვირთბა....