უამინდობის გამო, ცაგერში სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ნფორმაციით, მეწყერის ქვეშ ორი ავტომობილი მოყვა. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი მუშაობს. ამ დროისთვის მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება