ჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, ყველა ლოკაციებზე ეპიდკვლევა უკვე დაწყებულია.
„გასული დღე – ღამის განმავლობაში, აჭარში 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ე.წ ხოფას სავაჭრო ცენტრს 7 შემთხვევა უკავშირდება. ასევე, იუსტიციის სახლის თანამშრომლის დადასტურებული შემთხვევის სამი ოჯახური კონტაქტი გამოიკვეთა, დანარჩენი კი ერთეული შემთხვევებია და მათ შორის სამშობიარო სახლის თანამშრომელი. ყველა ლოკაციებზე ეპიდკვლევა დაწყებულია. ბათუმის სამშობიარო სახლთან დაკავშირებით ახალი კლასტერი არ გახლავთ, ეს არის „დონასთან“ აფილირებული შემთხვევა. სამშობიაროში არც ერთი მშობიარე არ იმყოფება და არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით, მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ. ამ ეტაპზე კი აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფექციის წყარო უცნობია.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1773-ს შეადგენს, აქედან 1325 ადამიანი უკვე გამოჯანრმთელებულია.