ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა” – ვრცელდება ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენება

„შეხვედრაზე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის იყო თავის თავში ჩაკეტილი. ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და ვცდილობდი მასთან ამ მიმართულებით მემუშავა. მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რადგან ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რაც არ უნდა აღექვა. ნიკაზე ხშირად საუბრობდა და წუხდა, რომ გეჯაძეს მასთან დისტანციური ურთიერთობა ჰქონდა. ღელავდა, რომ ნიკა მხოლოდ სხვა თანამშრომლებს ეპატიჟებოდა ყავაზე. უნდოდა ამერიკაში კონფერენციაზე წასვლა და არ გაუშვეს.”

 

 ხათუნა ჩაფიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი.

ამის შესახებ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში წერია.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....