ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს არსებული მონაცემები საშიშროების საფუძველს არ იძლევა და ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს უმკლავდება. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება რომ არ გაუარესდეს არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
„ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ მონაცემებს ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა არ განვითარდეს. სამი ათეული, ოთხი ათეული თუ ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება და არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ არსებული მატების გამო რეგულაციები შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლზე და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი“, – განცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1773-ს შეადგენს, აქედან 1325 ადამიანი უკვე გამოჯანრმთელებულია.