ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუკა რჩეულიშვილი პარიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

„ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ცოლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რჩეულისვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 000-ლრიანი გირაოთი შეეცვალა.

შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 12 მარტს დააკავეს. რჩეულიშვილს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წაუყენეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. რჩეულიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ასევე დაიწყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლითაც.

იტვირთბა....