ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

BBC: მამაკაცმა კარანტინიდან გასასვლელად გამოიგონა, რომ ბებია უკვდებოდა

სიდნეიში პოლიციამ კარანტინის დარღვევისთვის მამაკაცი დააკავა.

როგორც BBC წერს, 32 წლის მამაკაცმა გამოიგონა, რომ ბებია სასიკვდილოდ ჰყავდა ავად, რათა კარანტინიდან მალე გასულიყო.

8 სექტემბერს, პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ყალბი იყო, მისი ბებია კი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.

მედიასაშუალების ცნობით, ის ჯერ დააკავეს, კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისთვის, შემდეგ კი ისევ კარანტინში გადაიყვანეს. ამასთანავე, მამაკაცს გირაო დაეკისრა, 12 ოქტომბერს კი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.

იტვირთბა....