ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავდ იმისა, რომ კორონავირუსის ერთეული შემთხვევები გაიზარდა და ზოგიერთ ადგილზე რამდენიმე ათეულიც იყო, ჯამურად, ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“.
მისი თქმით, ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ათს.
„ჩვენი მოდელის თანახმად, „მწვანე ზონაში“ ვართ, რადგან ასი ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ათს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის არის რვა. იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და რამდენიმე ათეულიც კი იყო, ზოგიერთ ადგილზე, მაინც ჯამურად ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“. „ყვითელი ზონაა“ ათიდან ოცდაათამდე შემთხვევა, როცა უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტად დავიცვათ რეგულაციები, განსაკუთრებით, თავშეყრის ადგილებზე. თუ ინფიცირებულთა რიცხვი 100 000 მოსახლეზე გადააჭარბებს დაუშვათ ოცდაათს, შემდეგ უკვე არის განგაშის შედარებით მაღალი ზონა, რაც საჭიროებს ღონისძიებების უფრო მეტად გამკაცრებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს Covid-10-ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა.