ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, პარლამენტის 44 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თურქეთში, პარლამენტის 44 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელი კი ვირუსით გარდაიცვალა.

პარლამენტის სპიკერის, მუსტაფა სენტოპის ცნობით, ხუთი დეპუტატი თვითიზოლაციაშია.

განვითარებული მოვლენების გამო, ქვეყნის პარლამენტში სავალდებულოა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირება.

ცნობისთვის, თურქეთში Covid-19-მა 283 270 ადამიანი დააინფიცირა, მათგან 253 245 გამოჯანმრთელდა და 6 782 გარდაიცვალა.

იტვირთბა....