საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ,რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოშ შიმშილის ზონაში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის მოხვდა.
ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, იმ დროს, როცა ვითარება ძალიან მძიმეა, საქართველოში მსჯელობენ, ვინ რა თანამდებობაზე დაინისნოს.
“საქართველო მოხვდა შიმშილის ზონაში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის მსოფლიოში. ზოგიერთები კიდე იმაზე კამათობს მთავრობაში ვინ უნდა იყოს ხელმძღვანელი და ვინ უნდა იყოს რა თანამდებობაზე. რა დროს ეს არის, მეგობრებო ყველაფერი ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე წარმოგვიდგენია,”-წერს მიხეილ სააკაშვილი.