ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თამაზ ხომასურიძეს პროკურატურის წარმომადგენლები ხვდებიან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა პროკურატურაში იმყოფება. თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში პროკურატურის წარმომადგენლები ხვდებიან.

ცნობისათვის, თამაზ ხომასურიძემ დღეს პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა. პოლიციამ მისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა. ზ.ხ.-ს მამამ უწყებას შეხვედრისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცა. როგორც ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი, დღეს უწყებიდან არ შეხვდებოდნენ, თავს მოიკლავდა.

შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძე შაქარაშვილის საქმეზე მისი არასწრულწლოვანი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს აპროტესტებს. არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდადა მას ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....