„თავს მოვიკლავ, თუ დღეს პროკურორი არ შემხვდება. სამი კითხვა მაქვს პროკურორთან, შეცვალა თუ არა, ჩემი შვილის ჩვენება, წააკითხეს თუ არა ჩემ შვილს ის ჩვენება, რაზეც ხელი მოაწერინეს და ასევე სიცრუის დეტექტორს ვითხოვ.”
თამაზ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა.
თამაზ ხომასურიძემდღეს პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა. პოლიციამ მისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.
შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძე შაქარაშვილის საქმეზე მისი არასწრულწლოვანი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს აპროტესტებს. არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდადა მას ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.