ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის, 3 სოფელ საპათაგორში და 2 – ლაჯანაში.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ და იქ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. სოფლებში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ – მიმდინარეობს საეჭვო კონტაქტების ტესტირება.
შეგახენებთ, რომ ამ დრომდე ცაგერი მწვანე ზონა იყო და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული – 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.