ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: კახეთში მამაკაცმა თანასოფლელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა

კახეთის პოლიციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანასოფლელს – 1977 წელს დაბადებულ ა.უ.-ს, სადღესასწაულო სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

“პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....